English / ქართული / русский /
ციცინო ძოწენიძეანა კირიაკიდი
გეოეკონომიკის კავშირი ევოლუციონისტურ თეორიას, კულტურულ განზომილებასა და რეალპოლიტიკასთან

ანოტაცია

ევოლუციური თეორია და ცვლილების ცნება (პროგრესი, განვითარება და ციკლები)  ეკონომიკსს, როგორც დისციპლინას, უფრო ძლიერ წინასწარმეტყველურ ძალას აძლევს ვიდრე მას ეს ჰქონდა წონასწორობის თეორიების გამოყენების დროს.

საერთაშორისო ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად ვიგებთ და ვმართავთ კულტურულ განსხვავებულობას. კულტურა უნდა განიხილებოდეს კრიტიკული თეორიის შუქზე მართალია, ჩვენ მივდივართ მულტიკულტურული საზოგადოებისკენ, სოციალური ქცევის ახსნის გასაღები ღრმად არის განპირობებული კულტურული განსხავებულობების გაგებით. 

საკვანძო სიტყვები : ევოლუციური თეორია, ეკონომიკა, კულტურული განზომილება, გეოპოლიტიკა,  მულტინაციონალური პოლიტიკა.

შესავალი (აქტუალობა). ევოლუციურ თეორიასთან ასოციაციის არსი შემდგომში მდგომარეობს:  ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეისწავლება ბიოლოგიისა და ევოლუციური თეორიის საშუალებით.  რატომ უნდა ხდებოდეს ეკონომიკის შესწავლა  განსხვავებულად?  ევოლუციური თეორია და ცვლილების ცნება (პროგრესი, განვითარება და ციკლები)  ეკონომიკსს, როგორც დისციპლინას, უფრო ძლიერ წინასწარმეტყველურ ძალას აძლევს ვიდრე მას ეს ჰქონდა წონასწორობის თეორიების გამოყენების დროს.   შესაბამისად, ნაკლებად სანდო გამოდის ალგებრის გამოყენება ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად.  ლოგიკა და ისტორიაც კი უკეთესი საშენი მასალაა სპციალური მეცნიერებებისთვის ვიდრე მათემატიკის დიდი ნაწილი, რომელიც  ალბათ უნდა განიხილებოდეს,  პირველ რიგში, როგორც მხოლოდ უფრო ეფექტური ენა. მაგალითად, თუკი ეკონომისტები გაიხსენებდნენ ისტორიიდან, რა მოხდა დასავლეთის ცენტრალური ბანკების ლიდერებს შორის მეოცე საუკუნის დასაწყისში, იმის ნაცვლად, რომ დაეხარჯათ თავიანთი დრო ისეთი მათემატიკური ფორმულების განვითარებისთვის, როგორიცაა „რისკის ღირებულება“ და ბლექ-შოულზის ფორმულა ოპციენების ფასებისთვის, დიდი  ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა საბანკო სისტემის კრახის თავიდან აცილება. ამ შემთხვევის დროს შესაძლოა, ვინმემ გაავლო კიდეც პარალელი წინა ფინანსურ კრიზისებთან და სწორად დასვა კითხვებიც. მაგრამ ჩვენ უკვე უარვყავით ისტორიული მეთოდი და ამავდროულად უარი ვთქვით ეკონომიკური ისტორიის როლის  დაფასებაზეც. შეიძლება მკითხველს უცნაურად მოეჩვენოს ის ფაქტი, რომ ნაბიჯი გადაიდგას უკან, ისტორიის დასაცავად, მაგრამ  საკითხი დგას ასე:  უფრო მომგებიანი არის კი ისტორიის იგნორირება და წარსულში დატოვება?  მაგალითისათვის განვიხილოთ მარკეტინგი, როგორც მეცნიერული დისციპლინა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეულ ათასობით  სამეცნიერო სტატია, ძალიან ცოტაა მათ შორის თვითკრიტიკული და ისტორიული კვლევა. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა სილოგიზმების დაბრუნებაც, მიუხედავად იმისა, რომ  ფორმალური ლოგიკის ტრადიციები, რბილად რომ ვთქვათ, მოდიდან გამოსულია. ზუსტი აზროვნება სხვანაირად არ გამოდის.

ერთი მხრივ, ყველანი ვართ ერთი კონკურენტული სისტემის შემადგენელი ნაწილები: ინდივიდუალობები, ორგანიზაციები და ეროვნული სახელმწიფოები. ეს სუბიექტები წარმოადგენენ ერთი და იმავე ბიოლოგიური მექანიზმის განსახვავებულ ასპექტებს, რომლის მიხედვითაც, ბუნება განსაზღვრავს  ვინ გადარჩება ადაპტირების გზით. რასაკვირველია, თანამედროვე კეთილმოწყობილ საზოგადოებაში შედეგები ძალიან მკაცრი არ არის, იმის გამო, რომ ადამიანებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ, განსხვავებული ცხოვრების ასარჩევად გადაარჩინონ  წარუმატებლები (მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეებს შორის უბრალოდ მოვალეობათა გადანაწილებას). ფუნდამენტური მექანიზმი ყოველთვის იგივე რჩება, ყოველთვის შეგვახსენებს,  რა არის საჭირო გადარჩენისა და წარმატებისათვის.  ცალკეული ადამიანების თვალთახედვიდან ეს ბრძოლა იღებს კონკურენციის ფორმას, რაც  თანამედროვე ცხოვრებაში გამოხატულია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კონკურენციის ფორმით. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვსწავლობთ კონკურენციას ძირითადად ეკონომიკური საქმიანობის ამა ტუ იმ ფორმით  (კერძო თუ სახელმწიფო სექტორში) და არა საბრძოლო მოქმედებების ხარჯზე.  საბოლოო ჯამში, ეს არის საზოგადოების ცალკეული ინდივიდების საქმიანობის ჯამი, რაც განსაზღვრავს ერის კონკურენტუნარიანობას. ამავე დროს, მოგვწონს ეს თუ არა, ყველა  ქვეყანაში არიან ისინი, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობაში და ისინი, ვინც სარგებლობენ. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც სისტემატიურად უფრო ეფექტურად მოქმედებენ. ამას ვსაზღვრავთ ისეთი მაკროეკონომიკური ინდიკატორებიდან გამომდინარე, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობის დონე,  საბიუჯეტო დეფიციტი, ნასესხები სახსრების მოცულობა, საკრედიტო რეიტინგები და ა.შ.  მოკლევადიან პერსპექტივაში, რომელიც განსაზღვრულია რამდენიმე წლით ან ზოგჯერ ათწლეულებით, ჩვენ ამ შედეგებს ვხედავთ ფირმების  აღმავლობისა და დაცემის კვალობაზე.  გრძელვადიან პერსპექტივაში კი, რომელიც იზომება თაობებითა და საუკუნეებით, ამას ვხედავთ დიდი ერების და იმპერიების აღმავლობისა და დაცემის ფონზე.

კულტურული განზომილება. საერთაშორისო ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად ვიგებთ და ვმართავთ კულტურულ განსხვავებულობას.  აქ ნეოკლასიკური ეკონომიკსი აკეთებს კიდევ ერთ მცდარ დაშვებას იმასთან დაკავშირებით რასაც მეცნიერები უწოდებენ ვალიდურობას (რეალობას).  ხშირად უშვებენ იმ მოსაზრებას, რომ ერთ კულტურაში განხორციელებული ექსპერიმენტის გამეორება იმავე შედეგით შესაძლებელია სხვა კულტურაშიც. რეალურად კი ხშირად ხდება ისე რომ რეზულტატი ვალიდური არ არის  ერთი კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიღმაც კი. კულტურას გააჩნია მნიშვნელობა არა მხოლოდ ერების კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრის დროს, არამედ  ყველა ორგანიზაციის ქმედუნარიანობის განსაზღვრისას. „კულტურული განსხვავებულება არის ნომერ პირველი მიზეზი კომპანიების ქვეყნის საზღვრებს მიღმა წარუმატებლობისა.“  მიზეზი იმისა, რომ  ჩვენ კვლავ ვიმეორებთ შეცდომებს, მდგომარეობს იმაში, რომ   არსებული თეორიები კულტურასა და „უცხოებთან“ დაკავშირებით მცდარია და იმიტომ რომ იძულებული ვართ ვიფიქროთ ე.წ. პოლიტკორექულობის ჩარჩოებში. ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ გვჭირდება სიტუაცების ანალიზი დიქოტომიის „ჩვენ და სხვები“-ს შესაბამისად.  რადგან წარმოვადგენთ ცალკეულ ინდივიდებს, მაშასადამე უნდა არსებობდეს  განსაზღვრებები „ჩვენ“ და „ისინი“. რიგი მეცნიერები წინააღმდეგი არიან ამ დაყოფისა, რადგან განიხილავენ მას აგრესიის, უფრო მეტიც, ნაციონალიზმის და რასიზის მიზეზად, თითქოს შესაძლებელი იყოს არჩევანის გაკეთება,  ადამიანური განპირობებულობის მიღმა დადგომა და იმავდროულად  მასში მოქმედება.

 კულტურა  უნდა განიხილებოდეს კრიტიკული თეორიის შუქზე, როგორც უწყვეტი და გარდაუვალი ბრძოლა ღირებულებებს შორის და არ არის აუცილებელი მან მიიღოს ღია კონფლიქტის ფორმა. მართალია ჩვენ მივდივართ მულტიკულტურული საზოგადოებისკენ, სოციალური ქცევის ახსნის გასაღები ღრმად არის განპირობებული კულტურული განსხავებულობების გაგებით.  ეს გარემოება უცვლელი იქნება მომავალი თაობებისთვისაც.

ბრძოლა არ გულისხმობს მაინცდამაინც ფიზიკურ ძალადობას და არ სჭირდება ომი. ინტერესთა კონფლიქტი ადამიანური ბუნების ნაწილია, რომლის გადაწყვეტაც  შეიძლება  დიალოგით და მოლაპარაკებებით.

ფართო გაგებით, ამ კვლევის ამოცანას წარმოადგენს,   ერთი მხრივ, აჩვენოს გადაწყვეტილებების მიმღებებს რისი მიცემა შეუძლია გეოპოლიტიკის ტრადიციისთვის და, მეორე მხრივ, სცადოს რთული სოციალური ფაქტების გაგება ისე, რომ არ დაძლიოს ცდუნებამ და არ გასცეს სენსაციური პასუხები მსოფლიო მოვლენებზე. ესაა საფრთხე, რომელიც ყოველთვის დამახასიათებელი იყო გეოპოლიტიკისათვის და რომელსაც ეს დისციპლინა ბოლომდე ვერასოდეს  დააღწევს თავს.

აზროვნების სახე, რომელიც ასოცირდება გერმანულ ტერმინთან „Realpolitik“ შეიძლება  გამოდგეს როგორც სასარგებლო იარაღი სხვა ორგანიზაციებისა და ერების მოქმედებების გასაგებად, თუმცა მისი გამოყენება საკუთარი საზოგადოების მიმართ კატასტროფის ტოლფასია. ადამიანად ყოფნა გულისხმობს თანაგრძნობის გამოხატვასა და სხვისი ინტერესების გათვალისწინებას. მაგრამ გადარჩენა ნიშნავს კონკურენციას. ორივე იდეალი აუცილებელია საზოგადოების წარმატების მისაღწევად. ამას გარდა, კარგი, ალტრუისტული ქმედებები ხშირად წარმოშობს სიმპათიას, რომელსაც, თავის მხრივ, შეუძლია მიგვიყვანოს ეკონომიკურ აყვავებამდე.

მულტიეროვნულ კორპორაციებს და ეროვნულ სახელმწიფოებს აგებული აქვთ თავიანთი  საკუთარი პოზიციების ამსახველი მოდელები, რათა იცოდნენ შემდგომი რა გააკეთონ. თუ როგორ ვხედავთ ამ მოდელებს, როგორც სუბიექტურ სურათებს თუ როგორც ფაქტებს, ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს საკუთარ ინტერესებსა და ხედვის პერსპექტივაზე.

ჩვენი ქმედებების რეალური მიზნები ხშირად დაფარულია სხვებისაგან, მაგრამ რაღც ზომით იგი დაფარულია ჩვენთვისაც, რასაც სოციალურ მეცნიერებებში აღვიქვამთ როგორც ერთგვარ  რაციონალურობის მარცხს. სოციალური ქცევები სწრაფად  გვევლინება წარმოუდგენლად რთული ფორმით და ყოველთვის არსებობს შემთხვევითობის ელემენტი.

ორგანიზაციაში რამდენიმე ადამიანია ხოლმე, რომელთაც სრული და რეალური წარმოდგენა აქვთ გადაწყვეტილების მოტივებთან დაკავშირებით (თუმცა  ის ფაქტი,  რომ  მათ ესმით და იგებენ, სულაც არ არის იმის გარანტია,  რომ რაც მათ უნდათ, ის ისე მოხდება. ყოველთვის დიდი განსხვავება არსებობს ცოდნასა და  ქმედებას შორის). იმის საწინააღმდეგოდ, რისი დაჯერებაც გვინდა, მთავარი გადაწყვეტილებები ხშირად  რამდენიმე ადამიანის ინიციატივას წარმოადგენს. ეს სიმართლეა  დიდი დემოკრატიული  ინსტიტუტებისთვისაც, ისეთისთვის, მაგალითად, როგორიც ევროკავშირია. ხშირად აქვს ადგილი დაუპატიჟებელი ან  გაუთვალისწინებელი აქტიორების მოქმედებებს. სხვა სიტყვებით,  შემთხვევა განსაზღვრავს  გარკვეულ როლს  მიმდინარე მოვლენებში.  ამას გარდა, თუ როგორ ვმუშაობთ ორგანიზაციებში ძალიან არის დამოკიდებული ეროვნულ და კულტურულ ღირებულებებზე.

 ყველაფერ ამას თუ დავუმატებთ რაციონალურობის ძალას, ჩვენ დავინახავთ ორგანიზაციული ქცევისა და რეალური  სამყაროს გადაწყვეტილებების მიღების რიგ სირთულეებს. რამდენსაც ვიგებთ რეალობის გამარტივებით მოდელების შექმნისას, იმდენსვე ვკარგავთ ამავე რეალობის გაგებისას. ამდენად, იმის გამო, რომ სოციალური ცხოვრება ასეთი რთულია, ეკონომიკსის დისციპლინას მივყავართ ბევრი შესაძლებელი (პოტენციური) იდეის დაკარგვისაკენ.

როგორც ანალიტიკოსებს, ჩვენ არ შეგვიძლია იგნორირება გავუკეთოთ მოსაზრებებს მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად არაკორექტული, ნორმატიულად სუბიექტური ხასიათის არიან. მნიშვნელოვანია ის, თუ ისინი რამდენად იქნენ გამოყენებულნი გადაწყვეტილებების მიღების დროს ჩვენს მიერ ან სხვების მიერ. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ჩვენი საქმე არ არის მეორე მხარის მოტივები. პირიქით სავსებით ბუნებრივია, რომ ეს მოტივები განსხვავებული და ზოგჯერ საწინააღმდეგოც კი იყოს. ვიტოვებთ უფლებას, ვივარაუდოთ, რომ  ისინი უმეტესწილად ეგოისტურია.

კაცობრიობა ბევრს ლაპარაკობს მორალზე, მაგრამ ადამიანები თავიანთ ქცევას  ყველაზე ხშირად მაშინ ცვლიან, როდესაც ეჯახებიან მას საკუთარი კანონებით (მულტინაციონალური კორპორაციების შემთხვევაში) და საკუთარი რესურსების განსაზღვრული შეზღუდულობებით და შესაძლებლობებით (ეროვნული სახელმწიფოების შემთხვევაში).  მორალი ხშირად გვევლინება არგუმენტად და საშუალებად საკუთარი  უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამ მოსაზრებებს მივყავართ იქამდე, რასაც დასავლეთში მოიაზრებენ როგორც რეალპოლიტიკას, ანუ ორგანიზაციების მიერ ინტერესთა შეფასება დაფუძნებულია საკუთარ ინტერესებზე. ეს რეალპოლიტიკური ხედვა ერთნაირად დამახასიათებელია როგორც გეოპოლიტიკის, ისე გეოეკონომიკისთვის.  ეს არ უნდა განიხილებოდეს როგორც პესიმიზმი, არამედ განხილული უნდა იქნეს როგორც რეალიზმი. ამას აგრეთვე ეწოდება პრაგმატიზმი. საკითხავი ის არის, თუ რას უნდა ველოდოთ. როგორც  ჰემპრი ეპლნი ამბობს „ცინიკოსი  არის ის, ვისაც იდეალისტი უწოდებს რეალისტს“.

ტერმინი რეალპოლიტიკა დაფუძნებულია რეალობასა და მატერიალურ მოთხოვნილებებზე  უფრო, ვიდრე მორალსა და იდეალებზე.  ეს ტერმინი გერმანული წარმოშობისაა და ინგლისურ ტექსტებში მისი გამოყენების ტრადიცია არ არსებობს.  ამიტომ, როდესაც გვხდება ტერმინი “რეალპოლიტიკა“, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გერმანული კონცეფცია.

რეალისტური აზროვნება არ არის ევროპული აზროვნებისთვის ტიპური, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად რჩება ამის შთაბეჭდილება როდესაც ვციტირებთ მაკიაველს ან ჰობსს. ჩინეთში მის გამოყენებას მივყავართ ისეთ სახელმწიფო მოღვაწემდე, როგორიც იყო გუან ჩუნი (645 წ. ძვ.წ.აღ.) რომელიც ემსახურებოდა ხუან გუნს (მეფობდა 686-643 წწ. ძვ. წ. აღ.).  ინდოეთში   რეალპოლიტიკა გვხვდება კაუტილიასთან მის წიგნში “არხაშასტრა“ დაახლოებით ძველი წელთაღიცხვის 300 წელს.  ცნობილ რეალისტ მოაზროვნეებს შორის გვხვდება სუნ ძი, რომლის მოღვაწეობის პერიოდის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი მიაკუთვნებს მას მესამე საუკუნეს, ზოგი კი  ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეს. მოგვიანებით (280-233 წწ. ძვ. წ. აღ.), ფილოსოფოსი ჰან ფეი ცი წარმოადგენს ჩინელი მოაზროვენეების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ რეალისტური ან ლეგალისტური სკოლა. ეს იგივე ტრადიციაა, რაც შემდგომ ევროპაში დამოუკიდებლად,  ბევრად მოგვიანებით განავითარა მაკიაველმა და გეოპოლიტიკამ.

გეოპოლიტიკა მოიცავს ალბათ ყველაზე საინტერესო მოსაზრებებს, რაც დაკავშირებულია რეალპოლიტიკასთან. სამწუხაროდ, რიგი ამ „ჩვენი და სხვების მასალები“ გასაიდუმლოებულია ან შეზღუდულია მათზე წვდომა, რადგან ისინი მოთავსებულია ბევრი სადაზვერვო ორგანიზაციის არქივში მთელ მსოფლიოში. მულტინაციონალურ კორპორაციებში რეალპოლიტიკური ინფორმაცია არსებობს, უმეტესწილად, როგორც ზეპირსიტყვიერი ტრადიცია, რადგან მათი შინაარსი მიჩნეულია არაპოლიტკორექტულად. წერილობითი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია დააზიანოს რომელიმე კონკრეტული პირი, კომპანია ან ქვეყანა, როგორც წესი, ინახება საიდუმლოდ

ამრიგად, საერთაშორისო ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად ვიგებთ და ვმართავთ კულტურულ განსხვავებულობას.  აქ ნეოკლასიკური ეკონომიკსი აკეთებს კიდევ ერთ მცდარ დაშვებას იმასთან დაკავშირებით, რასაც მეცნიერები უწოდებენ ვალიდურობას (რეალობას).  ხშირად უშვებენ იმ მოსაზრებას, რომ ერთ კულტურაში განხორციელებული ექსპერიმენტის გამეორება იმავე შედეგით შესაძლებელია სხვა კულტურაშიც. რეალურად კი ხშირად ხდება ისე, რომ რეზულტატი ვალიდური არ არის  ერთი კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიღმაც კი.